---
title: "მუხლი 15. აცილება — სამოქალაქო აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/15"
law: "სამოქალაქო აქტების შესახებ"
article: "15"
identifier: "5562"
adopted: "2011-12-20"
consolidated_as_of: "2024-09-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. აცილება — სამოქალაქო აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2024-09-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო აქტების შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2024-09-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/15

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით
გათვალისწინებული აცილების საფუძვლების არსებობისას აცილების შესახებ განცხადებას იხილავს და სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირის აცილების ან თვითაცილების საკითხს წყვეტს სააგენტოს თავმჯდომარე.

2. აცილების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საქმე განსახილველად გადაეცემა სააგენტოს სხვა ტერიტორიულ სამსახურს.

3. საკონსულო თანამდებობის პირის აცილების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/16.md
