---
title: "მუხლი 18. მოთხოვნაზე უარის თქმა — სამოქალაქო აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/18"
law: "სამოქალაქო აქტების შესახებ"
article: "18"
identifier: "5562"
adopted: "2011-12-20"
consolidated_as_of: "2024-09-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. მოთხოვნაზე უარის თქმა — სამოქალაქო აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2024-09-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო აქტების შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2024-09-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/18

1. განცხადების განხილვისას, გადაწყვეტილების გამოტანამდე განმცხადებელი უფლებამოსილია უარი თქვას თავის მოთხოვნაზე.

2. განმცხადებლის მიერ თავის მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გამოაქვს გადაწყვეტილება განცხადების განხილვის შეწყვეტის შესახებ.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება დაბადების, გარდაცვალების, შვილად აყვანის რეგისტრაციის, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორებისა და დამატების შეტანის, ასევე სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ განცხადების განხილვისას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/19.md
