---
title: "მუხლი 19. უფლებამოსილი ორგანოს უარი — სამოქალაქო აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/19"
law: "სამოქალაქო აქტების შესახებ"
article: "19"
identifier: "5562"
adopted: "2011-12-20"
consolidated_as_of: "2024-09-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. უფლებამოსილი ორგანოს უარი — სამოქალაქო აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2024-09-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო აქტების შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2024-09-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/19

თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას განცხადების დაკმაყოფილებაზე შემდეგ შემთხვევებში:
ა) შესაბამისი ქმედების განხორციელებას ან ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას ითხოვს არაუფლებამოსილი პირი;
ბ) არ არის წარმოდგენილი შესაბამისი ქმედების განხორციელებისათვის ან ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საბუთები;
გ) მისი მოთხოვნა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
თავი II. დაბადების რეგისტრაცია

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/20.md
