---
title: "მუხლი 21. დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტები — სამოქალაქო აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/21"
law: "სამოქალაქო აქტების შესახებ"
article: "21"
identifier: "5562"
adopted: "2011-12-20"
consolidated_as_of: "2024-09-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტები — სამოქალაქო აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2024-09-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო აქტების შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2024-09-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/21

1. დაბადების რეგისტრაციის მიზნებისათვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტებია:
ა) დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობა;
ბ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ;
გ) სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ იმავე სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დაბადების რეგისტრაციის მიზნებისათვის შეიძლება განისაზღვროს დაბადების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტებიც.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/22.md
