---
title: "მუხლი 25. დაბადების რეგისტრაციისას ბავშვის სახელის, გვარისა და დაბადების ადგილის განსაზღვრა — სამოქალაქო აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/25"
law: "სამოქალაქო აქტების შესახებ"
article: "25"
identifier: "5562"
adopted: "2011-12-20"
consolidated_as_of: "2024-09-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. დაბადების რეგისტრაციისას ბავშვის სახელის, გვარისა და დაბადების ადგილის განსაზღვრა — სამოქალაქო აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2024-09-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო აქტების შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2024-09-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/25

1. დაბადების რეგისტრაციისას ბავშვის სახელის, გვარისა და დაბადების ადგილის განსაზღვრის წესი დგინდება
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით
.

2. თუ დაბადების რეგისტრაციისას უფლებამოსილი პირი არ განაცხადებს ბავშვისთვის სახელის მინიჭების თაობაზე, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ბავშვის სქესის გათვალისწინებით ანიჭებს მას სახელს სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აღრიცხული, შესაბამისი სქესისათვის დამახასიათებელი სახელებიდან, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/26.md
