---
title: "მუხლი 27. პირადი ნომრის მინიჭება — სამოქალაქო აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/27"
law: "სამოქალაქო აქტების შესახებ"
article: "27"
identifier: "5562"
adopted: "2011-12-20"
consolidated_as_of: "2024-09-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. პირადი ნომრის მინიჭება — სამოქალაქო აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2024-09-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო აქტების შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2024-09-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/27

1. პირადი ნომერი არის პირის უნიკალური საიდენტიფიკაციო მონაცემი, რომლის შეცვლა დაუშვებელია, საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.

2. პირს პირადი ნომერი ენიჭება დაბადების რეგისტრაციისას და
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრულ შემთხვევებში. პირადი ნომრის მინიჭების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

3. საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაბადების რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს პირადი ნომრის მინიჭების გარეშე.
საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2482 - ვებგვერდი, 29.05.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/28.md
