---
title: "მუხლი 28. ნაპოვნი ბავშვის დაბადების რეგისტრაცია — სამოქალაქო აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/28"
law: "სამოქალაქო აქტების შესახებ"
article: "28"
identifier: "5562"
adopted: "2011-12-20"
consolidated_as_of: "2024-09-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. ნაპოვნი ბავშვის დაბადების რეგისტრაცია — სამოქალაქო აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2024-09-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო აქტების შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2024-09-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/28

1. ნაპოვნი ბავშვის დაბადების რეგისტრაციის საფუძველია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიმართვა დაბადების რეგისტრაციის თაობაზე. მიმართვაში აღნიშნული უნდა იყოს ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების სავარაუდო თარიღი და ადგილი.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ მიმართვას უნდა ერთოდეს სამედიცინო დასკვნა ბავშვის ასაკის დადგენის შესახებ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/29.md
