---
title: "მუხლი 3. ტერმინთა განმარტება — სამოქალაქო აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/3"
law: "სამოქალაქო აქტების შესახებ"
article: "3"
identifier: "5562"
adopted: "2011-12-20"
consolidated_as_of: "2024-09-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. ტერმინთა განმარტება — სამოქალაქო აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2024-09-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო აქტების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2024-09-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/3

ამ კანონის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სამოქალაქო აქტი − ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება;
ბ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერი − ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს;
ბ
1
) სამოქალაქო აქტის მატერიალური ჩანაწერი − სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, რომელიც შექმნილია მისი შექმნის დროს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მატერიალური ფორმით (ხელნაწერის სახით ან სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით) და რომელიც შექმნისას კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და შტამპით დადასტურებული არ არის;
ბ
2
) სამოქალაქო აქტის ელექტრონული ჩანაწერი − სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, რომელიც ელექტრონული ფორმით არსებობს (ელექტრონული დოკუმენტი) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არის დადასტურებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და შტამპით;
ბ
3
) სამოქალაქო აქტის მატერიალური ჩანაწერის ელექტრონული ფოტოასლი ­− სამოქალაქო აქტის მატერიალური ჩანაწერის ფოტოასლი, რომელიც კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და შტამპით არის დადასტურებული;
გ) სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია – სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის რეგისტრაცია;
დ) სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა − უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამოქალაქო აქტის ჩანაწერის საფუძველზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციას;
ე) ცვლილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში − სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული მონაცემის ახალი მონაცემით შეცვლა;
ვ) შესწორება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში − სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასწორი მონაცემის სწორი მონაცემით შეცვლა;
ზ) დამატება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში − სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასრული მონაცემის შევსება;
თ) სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზა – სამოქალაქო აქტების მატერიალური ჩანაწერების, სამოქალაქო აქტების ელექტრონული ჩანაწერების, სამოქალაქო აქტების მატერიალური ჩანაწერების ელექტრონული ფოტოასლებისა და სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში არსებული მონაცემების ერთობლიობა;
ი) სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონული ბაზა – ელექტრონული ფორმით არსებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში არსებული მონაცემების ერთობლიობა;
კ) ბავშვი – პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება დაბადების, მამობის დადგენის ან შვილად აყვანის რეგისტრაცია;
ლ)
ლეგალიზაცია
−
სათანადო უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს მიერ
საბუთზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის,
ხელმომწერი პირის უფლებამოსილების,
ბეჭდის ან შტამპის ავთენტიკურობის დადასტურება;
მ)
აპოსტილით დამოწმება
– „
უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ
“
ჰააგის
1961
წლის
5
ოქტომბრის კონვენციის საფუძველზე,
სათანადო უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს მიერ
საბუთზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის,
ხელმომწერი პირის უფლებამოსილების,
ბეჭდის ან შტამპის ავთენტიკურობის სახელმწიფოებრივი დადასტურება გამარტივებული წესით.
საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5851 – ვებგვერდი, 23.03.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2482 - ვებგვერდი, 29.05.2014წ.
საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №418 – ვებგვერდი, 13.04.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/4.md
