---
title: "მუხლი 32. მამობის დადგენის რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლებამოსილება — სამოქალაქო აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/32"
law: "სამოქალაქო აქტების შესახებ"
article: "32"
identifier: "5562"
adopted: "2011-12-20"
consolidated_as_of: "2024-09-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. მამობის დადგენის რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლებამოსილება — სამოქალაქო აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2024-09-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო აქტების შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2024-09-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/32

1. მამობის დადგენის რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლება აქვთ:
ა) ბავშვის დაბადების მომენტისთვის ქორწინებაში არმყოფ მშობლებს ერთობლივად;
ბ) ბავშვს (სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ), მის ერთ-ერთ მშობელს, მეურვეს ან მზრუნველს, თუ მამობა დადგენილია სასამართლოს გადაწყვეტილებით;
გ) ბავშვის მამას, თუ ბავშვი არასრულწლოვანია, ხოლო დედა გარდაცვლილია, სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება.

2. მამობის დადგენის თაობაზე მშობელთა ერთობლივი განცხადება ჯერ კიდევ გაუჩენელ ბავშვთან დაკავშირებით შესაძლებელია წარდგენილ იქნეს დედის ორსულობის პერიოდში. ამ შემთხვევაში მამობის დადგენის რეგისტრაციისათვის საჭირო არ არის მშობელთა ახალი განცხადების წარდგენა, თუ წინა განცხადება არ იქნა გამოთხოვილი ერთ-ერთი ან ორივე მშობლის მიერ.

3. მამობის დადგენის რეგისტრაცია ხორციელდება, თუ:
ა) ბავშვი, რომლის მიმართაც უნდა განხორციელდეს მამობის დადგენის რეგისტრაცია, არის საქართველოს მოქალაქე, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირი, დაბადებულია საქართველოში, ან თუ მისი დაბადება რეგისტრირებულია საქართველოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ;
ბ) არასრულწლოვანი ბავშვის ერთ-ერთი მშობელი არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირი;
გ) მამობის დადგენის შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა საქართველოს სასამართლომ;
დ) მამობის დადგენის შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა სხვა სახელმწიფოს სასამართლომ და ცნობილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3347 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/33.md
