---
title: "მუხლი 33. სასამართლოს გადაწყვეტილება მამობის დადგენის შესახებ — სამოქალაქო აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/33"
law: "სამოქალაქო აქტების შესახებ"
article: "33"
identifier: "5562"
adopted: "2011-12-20"
consolidated_as_of: "2024-09-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. სასამართლოს გადაწყვეტილება მამობის დადგენის შესახებ — სამოქალაქო აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2024-09-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო აქტების შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2024-09-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/33

1. სასამართლო თავის გადაწყვეტილებას მამობის დადგენის შესახებ მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.

2. მამობის დადგენის შესახებ სასამართლოს მიერ წარდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს მამობის დადგენის რეგისტრაციას და შესაბამისი ცვლილება შეაქვს დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში.

3. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მამობის დადგენის რეგისტრაციის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/34.md
