---
title: "მუხლი 34. მამობის დადგენის განსაკუთრებული წესი — სამოქალაქო აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/34"
law: "სამოქალაქო აქტების შესახებ"
article: "34"
identifier: "5562"
adopted: "2011-12-20"
consolidated_as_of: "2024-09-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 34. მამობის დადგენის განსაკუთრებული წესი — სამოქალაქო აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2024-09-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო აქტების შესახებ, მუხლი 34 (consolidated as of 2024-09-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/34

1. თუ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მამად მითითებულია პირი, რომელიც მისი ბიოლოგიური მამა არ არის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია მამობის დადგენის რეგისტრაცია განახორციელოს დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მშობლებად მითითებული პირებისა და ბიოლოგიური მამის ერთობლივი მოთხოვნით ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. თუ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მამის მონაცემები შეტანილია მამობის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ან მამობის დადგენის სამოქალაქო აქტის ჩანაწერის საფუძველზე, მამობის დადგენის რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მამობის დადგენის რეგისტრაცია განხორციელდა ბავშვის დაბადების რეგისტრაციისას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით მამობის დადგენის რეგისტრაციის შემთხვევაში ბავშვის დაბადების რეგისტრაციისას შედგენილი მამობის დადგენის სამოქალაქო აქტის ჩანაწერი ბათილად ჩაითვლება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/33.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/35.md
