---
title: "მუხლი 35. სრულწლოვანი პირის მიმართ მამობის დადგენის რეგისტრაცია — სამოქალაქო აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/35"
law: "სამოქალაქო აქტების შესახებ"
article: "35"
identifier: "5562"
adopted: "2011-12-20"
consolidated_as_of: "2024-09-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35. სრულწლოვანი პირის მიმართ მამობის დადგენის რეგისტრაცია — სამოქალაქო აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2024-09-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო აქტების შესახებ, მუხლი 35 (consolidated as of 2024-09-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/35

1. სრულწლოვნის მიმართ მამობის დადგენის რეგისტრაცია, აგრეთვე მისი გვარის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ ამ პირის თანხმობით, ხოლო თუ ეს პირი სასამართლოს მიერ ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად – სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობა საჭირო არ არის, თუ მამობის დადგენის რეგისტრაცია ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

3. სრულწლოვანი პირის მიმართ მამობის დადგენის რეგისტრაციისას მისი გვარის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, თუ ეს პირი იძებნება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მამობის დადგენასთან ერთად პირისათვის გვარის შეცვლის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაშია მითითებული.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3347 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2149 – ვებგვერდი, 01.05.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/36.md
