---
title: "მუხლი 44. სასამართლოს გადაწყვეტილებები შვილად აყვანის შესახებ და შვილად აყვანის ბათილად ცნობის/შვილად აყვანის გაუქმების შესახებ — სამოქალაქო აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/44"
law: "სამოქალაქო აქტების შესახებ"
article: "44"
identifier: "5562"
adopted: "2011-12-20"
consolidated_as_of: "2024-09-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 44. სასამართლოს გადაწყვეტილებები შვილად აყვანის შესახებ და შვილად აყვანის ბათილად ცნობის/შვილად აყვანის გაუქმების შესახებ — სამოქალაქო აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2024-09-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო აქტების შესახებ, მუხლი 44 (consolidated as of 2024-09-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/44

1. სასამართლო თავის გადაწყვეტილებას შვილად აყვანის შესახებ უგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით, ხოლო გადაწყვეტილებას შვილად აყვანის ბათილად ცნობის/შვილად აყვანის გაუქმების შესახებ − სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შვილად აყვანის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს სასამართლოს გადაწყვეტილება ეგზავნება მისი კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის ვადაში:
ა) ახორციელებს შვილად აყვანის რეგისტრაციას;
ბ) სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ახორციელებს შესაბამის ცვლილებას (ცვლილებებს) ნაშვილების დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში;
გ) სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ამ კანონის 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს ნაშვილების დაბადების ხელახალ რეგისტრაციას.
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №749 - ვებგვერდი, 24.05.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/43.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/45.md
