---
title: "მუხლი 47. შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვა — სამოქალაქო აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/47"
law: "სამოქალაქო აქტების შესახებ"
article: "47"
identifier: "5562"
adopted: "2011-12-20"
consolidated_as_of: "2024-09-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 47. შვილად აყვანის საიდუმლოების დაცვა — სამოქალაქო აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2024-09-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო აქტების შესახებ, მუხლი 47 (consolidated as of 2024-09-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/47

1. შვილად აყვანის რეგისტრაციის მონაცემების გაცემა ბიოლოგიური მშობლის, მშვილებლისა და სრულწლოვანი ნაშვილების თანხმობის გარეშე დაუშვებელია, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. მშვილებელი უფლებამოსილია შეზღუდვების გარეშე მიიღოს ინფორმაცია შვილად აყვანის რეგისტრაციის შესახებ.

3. ნაშვილები უფლებამოსილია შვილად აყვანის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია მიიღოს შეზღუდვების გარეშე, თუ შვილად აყვანის შედეგად მისი მშობლების მონაცემები არ შეცვლილა. ნაშვილებზე შვილად აყვანის მოწმობის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით
.

4. შვილად აყვანის რეგისტრაციის მონაცემები შეიძლება გაიცეს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნით, საგამოძიებო ორგანოს დადგენილების ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
თავი V. ქორწინების რეგისტრაცია

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/46.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/48.md
