---
title: "მუხლი 53. დაქორწინების მსურველი პირის მიერ გვარის შეცვლა — სამოქალაქო აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/53"
law: "სამოქალაქო აქტების შესახებ"
article: "53"
identifier: "5562"
adopted: "2011-12-20"
consolidated_as_of: "2024-09-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 53. დაქორწინების მსურველი პირის მიერ გვარის შეცვლა — სამოქალაქო აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2024-09-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო აქტების შესახებ, მუხლი 53 (consolidated as of 2024-09-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/53

1. ქორწინების რეგისტრაციისას მეუღლეებს უფლება აქვთ, ერთ-ერთი მათგანის გვარი აირჩიონ თავიანთ საერთო გვარად, ასევე ორივემ ან ერთ-ერთმა მათგანმა აირჩიოს საკუთარი გვარისა და მეუღლის გვარის გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი.

2. ქორწინების რეგისტრაციისას მეუღლეთა გვარების გაერთიანება დაუშვებელია, თუ ერთ-ერთი მათგანის ქორწინებამდელი გვარი ორწევრიანია (ორმაგი გვარი).

2¹. ქორწინების რეგისტრაციისას პირის გვარის შეცვლა ასევე დაუშვებელია, თუ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, თუ ეს პირი იძებნება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ. ამ შემთხვევაში ხორციელდება მხოლოდ ქორწინების რეგისტრაცია გვარის შეცვლის გარეშე.

3. თუ ქორწინებაში მყოფი პირი ქორწინების შეწყვეტის გარეშე ხელმეორედ დაქორწინდა და შეიცვალა გვარი, მისი ხელმეორე ქორწინების ბათილად ცნობამდე მის ნამდვილ გვარად ჩაითვლება ბოლოს რეგისტრირებული ქორწინების აქტის ჩანაწერში მითითებული გვარი.
საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2149 – ვებგვერდი, 01.05.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/52.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/54.md
