---
title: "მუხლი 54¹. ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის კავშირის, როგორც ქორწინების, რეგისტრირებისა და ქორწინებად აღიარების დაუშვებლობა, ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირებისა და აღიარების დაუშ — სამოქალაქო აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/54-1"
law: "სამოქალაქო აქტების შესახებ"
article: "54^1"
identifier: "5562"
adopted: "2011-12-20"
consolidated_as_of: "2024-09-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 54¹. ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის კავშირის, როგორც ქორწინების, რეგისტრირებისა და ქორწინებად აღიარების დაუშვებლობა, ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირებისა და აღიარების დაუშ — სამოქალაქო აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2024-09-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო აქტების შესახებ, მუხლი 54¹ (consolidated as of 2024-09-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/54-1

1. ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის კავშირის, როგორც ქორწინების, რეგისტრირება ან/და სამართლებრივი აქტით ქორწინებად აღიარება დაუშვებელია. ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის ისეთ კავშირს, რომელიც საზღვარგარეთ რეგისტრირებულია ან/და აღიარებულია, როგორც ქორწინება, საქართველოში იურიდიული ძალა არ აქვს.

2. ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება ან/და სამართლებრივი აქტით აღიარება დაუშვებელია. საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ან/და აღიარებულ ასეთ კავშირს საქართველოში იურიდიული ძალა არ აქვს.

3. ამ მუხლის მიზნებისთვის ბიოლოგიური სქესი არის მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული სქესი, ქალი არის მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული მდედრობითი სქესის ადამიანი, ხოლო მამაკაცი − მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული მამრობითი სქესის ადამიანი. ამასთანავე, ამ მუხლის მიზნებისთვის ადამიანი მიიჩნევა იმ ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლად, რომელიც თავდაპირველად მიეთითა მის მიმართ საქართველოში რეგისტრირებულ სათანადო სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, ხოლო სამოქალაქო აქტის ასეთი ჩანაწერის არარსებობის შემთხვევაში − იმ ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლად, რომელიც სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის წარდგენილ, მისი ვინაობის დამდგენ სათანადო დოკუმენტშია მითითებული.
საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4442 – ვებგვერდი, 03.10.2024წ.
თავი VI. განქორწინების რეგისტრაცია

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/54.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/55.md
