---
title: "მუხლი 54. ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები — სამოქალაქო აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/54"
law: "სამოქალაქო აქტების შესახებ"
article: "54"
identifier: "5562"
adopted: "2011-12-20"
consolidated_as_of: "2024-09-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 54. ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები — სამოქალაქო აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2024-09-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო აქტების შესახებ, მუხლი 54 (consolidated as of 2024-09-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/54

1. ქორწინება არ დაიშვება:
ა) იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვაზე;
ბ) პირდაპირი აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავებს შორის;
გ) ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ და-ძმას შორის;
დ) მშვილებელსა და ნაშვილებს შორის;
ე) იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი მხარდაჭერის მიმღებია და რომლებსაც არ დაუდიათ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქორწინო ხელშეკრულება;
ვ) ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტები გამოიყენება გაშვილების შედეგად ნათესაური ურთიერთობის მოშლის შემთხვევაშიც.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის ბიოლოგიური სქესი არის მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული სქესი. ამასთანავე, აღნიშნული ქვეპუნქტის მიზნებისთვის ადამიანი მიიჩნევა იმ ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლად, რომელიც თავდაპირველად მიეთითა მის მიმართ საქართველოში რეგისტრირებულ სათანადო სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, ხოლო სამოქალაქო აქტის ასეთი ჩანაწერის არარსებობის შემთხვევაში − იმ ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლად, რომელიც სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის წარდგენილ, მისი ვინაობის დამდგენ სათანადო დოკუმენტშია მითითებული.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3347 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4442 – ვებგვერდი, 03.10.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/53.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/54-1.md
