---
title: "მუხლი 55. განქორწინების რეგისტრაცია — სამოქალაქო აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/55"
law: "სამოქალაქო აქტების შესახებ"
article: "55"
identifier: "5562"
adopted: "2011-12-20"
consolidated_as_of: "2024-09-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 55. განქორწინების რეგისტრაცია — სამოქალაქო აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2024-09-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო აქტების შესახებ, მუხლი 55 (consolidated as of 2024-09-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/55

1. განქორწინებისათვის სავალდებულოა მისი რეგისტრაცია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ.

2. განქორწინების რეგისტრაციისათვის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს უნდა წარედგინოს უფლებამოსილი პირის განცხადება. განქორწინების რეგისტრაცია ასევე შეიძლება განხორციელდეს განქორწინების შესახებ ამ კანონის 58-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

3. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო განქორწინების რეგისტრაციას ახორციელებს, თუ ერთ-ერთი მეუღლე არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირი, ასევე თუ ქორწინება რეგისტრირებულია საქართველოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

4. განქორწინების რეგისტრაციის წესი განისაზღვრება
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით
.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/54-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/56.md
