---
title: "მუხლი 56. განქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უ ფლებამოსილება — სამოქალაქო აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/56"
law: "სამოქალაქო აქტების შესახებ"
article: "56"
identifier: "5562"
adopted: "2011-12-20"
consolidated_as_of: "2024-09-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 56. განქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უ ფლებამოსილება — სამოქალაქო აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2024-09-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო აქტების შესახებ, მუხლი 56 (consolidated as of 2024-09-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/56

1. განქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლება აქვთ:
ა) განქორწინების მსურველ მეუღლეებს ერთობლივად;
ბ) ერთ - ერთ მეუღლეს, თუ:
ბ.ა) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ;
ბ.ბ) მეორე მეუღლე სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო - უკვლოდ დაკარგულად;
ბ.გ)
(ამოღებულია - 20.03.2015, №3347)
;
ბ.დ) მეორე მეუღლე დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულია თავისუფლების აღკვეთით ვადით არანაკლებ 3 წლისა.

2. განქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება მიმართოს განქორწინების მსურველი მეუღლის (მეუღლეების) წარმომადგენელმა. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3347 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/55.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/57.md
