---
title: "მუხლი 57. მსჯავრდებულ მეუღლესთან განქორწინების წესი — სამოქალაქო აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/57"
law: "სამოქალაქო აქტების შესახებ"
article: "57"
identifier: "5562"
adopted: "2011-12-20"
consolidated_as_of: "2024-09-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 57. მსჯავრდებულ მეუღლესთან განქორწინების წესი — სამოქალაქო აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2024-09-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო აქტების შესახებ, მუხლი 57 (consolidated as of 2024-09-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/57

1. მსჯავრდებულ მეუღლესთან განქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება, თუ მეუღლეებს შორის არ არსებობს დავა მათი საერთო თანასაკუთრების გაყოფასთან, შრომისუუნარო მეუღლის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინებასთან ან საერთო ბავშვებთან დაკავშირებით.

2. მსჯავრდებულ მეუღლესთან განქორწინების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლების არარსებობის შესამოწმებლად სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო მსჯავრდებულ მეუღლეს ატყობინებს განქორწინების შესახებ განცხადების წარდგენის თაობაზე და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას წერილობითი პასუხის წარსადგენად.

3. პასუხის წარდგენის ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეტყობინების გაგზავნის დღიდან 1 თვეს, თუ მსჯავრდებული მეუღლე სასჯელს საქართველოში იხდის. მსჯავრდებული მეუღლის სხვა სახელმწიფოს საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის შემთხვევაში აღნიშნული ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეტყობინების გაგზავნის დღიდან 6 თვეს.

4. თუ მსჯავრდებული მეუღლე მეუღლეებს შორის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დავის არარსებობის შესახებ განაცხადებს ან განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენს წერილობით პასუხს, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო განახორციელებს განქორწინების რეგისტრაციას.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3347 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/56.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/58.md
