---
title: "მუხლი 58. სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ — სამოქალაქო აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/58"
law: "სამოქალაქო აქტების შესახებ"
article: "58"
identifier: "5562"
adopted: "2011-12-20"
consolidated_as_of: "2024-09-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 58. სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ — სამოქალაქო აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2024-09-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო აქტების შესახებ, მუხლი 58 (consolidated as of 2024-09-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/58

1. სასამართლო თავის გადაწყვეტილებას მეუღლეთა განქორწინების შესახებ მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.

2. განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ახორციელებს განქორწინების რეგისტრაციას, მიუხედავად ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღისა.

3. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია არ განახორციელოს განქორწინების რეგისტრაცია, თუ განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი თითოეული მეუღლის პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ქორწინების რეგისტრაციის თარიღი ან მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება.

4. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე განქორწინების რეგისტრაციის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2636 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/57.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/59.md
