---
title: "მუხლი 6. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა — სამოქალაქო აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/6"
law: "სამოქალაქო აქტების შესახებ"
article: "6"
identifier: "5562"
adopted: "2011-12-20"
consolidated_as_of: "2024-09-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა — სამოქალაქო აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2024-09-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო აქტების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2024-09-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/6

1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზაში დაცული სამოქალაქო აქტის ჩანაწერის საფუძველზე, უფლებამოსილი პირის მოთხოვნით გასცემს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობას.

2. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა ივსება საქართველოს სახელმწიფო ენაზე, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში შეიძლება შეივსოს უცხოურ ენაზე.
საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №418 – ვებგვერდი, 13.04.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/6-1.md
