---
title: "მუხლი 60. განქორწინების რეგისტრაციის ვადა — სამოქალაქო აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/60"
law: "სამოქალაქო აქტების შესახებ"
article: "60"
identifier: "5562"
adopted: "2011-12-20"
consolidated_as_of: "2024-09-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 60. განქორწინების რეგისტრაციის ვადა — სამოქალაქო აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2024-09-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო აქტების შესახებ, მუხლი 60 (consolidated as of 2024-09-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/60

1. ამ კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში განქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება განცხადების წარდგენიდან 5 სამუშაო დღის გასვლისთანავე, თუ ამ ვადაში განქორწინებაზე უარს არ განაცხადებს განცხადების წარმდგენი მეუღლე, ხოლო ერთობლივი განცხადების წარდგენისას – ერთ-ერთი მეუღლე მაინც.

2. არანაკლებ 3 წლის ვადით მსჯავრდებულ მეუღლესთან განქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება ამ კანონის 57-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო პასუხის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში − ამ ვადის გასვლიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3347 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/59.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/61.md
