---
title: "მუხლი 62. სახელის ან/და გვარის შეცვლის უფლება — სამოქალაქო აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/62"
law: "სამოქალაქო აქტების შესახებ"
article: "62"
identifier: "5562"
adopted: "2011-12-20"
consolidated_as_of: "2024-09-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 62. სახელის ან/და გვარის შეცვლის უფლება — სამოქალაქო აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2024-09-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო აქტების შესახებ, მუხლი 62 (consolidated as of 2024-09-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/62

1. საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში (გარდა ამ კანონის 85-ე მუხლის შესაბამისად განხორციელებული დაბადების რეგისტრაციისა), უფლება აქვთ, შეიცვალონ სახელი ან/და გვარი.

2. სახელის ან/და გვარის შეცვლისათვის სავალდებულოა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაცია.

3. სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის საფუძველია უფლებამოსილი პირის განცხადება და ამ თავით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/61.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/63.md
