---
title: "მუხლი 66. გვარის კანონიერად აღიარება — სამოქალაქო აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/66"
law: "სამოქალაქო აქტების შესახებ"
article: "66"
identifier: "5562"
adopted: "2011-12-20"
consolidated_as_of: "2024-09-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 66. გვარის კანონიერად აღიარება — სამოქალაქო აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2024-09-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო აქტების შესახებ, მუხლი 66 (consolidated as of 2024-09-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/66

1. პირის პირადობის დამადასტურებელ ან სხვა დოკუმენტებში მითითებული გვარი, რომელიც არ შეესაბამება მისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ გვარს, შეიძლება აღიარებულ იქნეს კანონიერად, თუ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ გვარზე დაბრუნება (პირადობის დამადასტურებელი ან სხვა დოკუმენტების მიღება) დაკავშირებულია არათანაბარზომიერ ხარჯებსა და ძალისხმევასთან.

2. გვარის კანონიერად აღიარება დასაშვებია, თუ ამ კანონის ამოქმედებამდე არანაკლებ 5 წლის განმავლობაში პირი პირადობის დამადასტურებელ ან სხვა რაიმე ოფიციალურ დოკუმენტს ფლობდა გვარზე, რომელიც არ შეესაბამება მისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებულ გვარს.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/65.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/67.md
