---
title: "მუხლი 67. გვარის დადგენა — სამოქალაქო აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/67"
law: "სამოქალაქო აქტების შესახებ"
article: "67"
identifier: "5562"
adopted: "2011-12-20"
consolidated_as_of: "2024-09-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 67. გვარის დადგენა — სამოქალაქო აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2024-09-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო აქტების შესახებ, მუხლი 67 (consolidated as of 2024-09-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/67

1. პირს, რომლის დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არ არის მითითებული გვარი, მისი სურვილისამებრ, შეიძლება დაუდგინდეს პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი, ან სხვა გვარი, რომლითაც იგი სარგებლობდა ამ კანონის ამოქმედებამდე არანაკლებ 5 წლისა, რაც უნდა დასტურდებოდეს მის სახელზე შედგენილი დოკუმენტებითა და სხვა მტკიცებულებებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გვარის დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში პირს შეიძლება დაუდგინდეს თავისი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის სახელისგან ნაწარმოები გვარი მისთვის სასურველი დაბოლოებით ან დაბოლოების გარეშე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/66.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/67-1.md
