---
title: "მუხლი 76. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა — სამოქალაქო აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/76"
law: "სამოქალაქო აქტების შესახებ"
article: "76"
identifier: "5562"
adopted: "2011-12-20"
consolidated_as_of: "2024-09-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 76. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა — სამოქალაქო აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2024-09-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო აქტების შესახებ, მუხლი 76 (consolidated as of 2024-09-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/76

1. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის საფუძველია უფლებამოსილი პირის განცხადება და ამ კანონის 78-ე–80-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების არსებობა.

2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია ამ კანონის 78-ე–მე-80 მუხლებით გათვალისწინებული გარემოების გამოვლენის შემთხვევაში სამოქალაქო აქტის ჩანაწერში საკუთარი ინიციატივით შეიტანოს შესაბამისი ცვლილება, შესწორება ან/და დამატება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/75.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/77.md
