---
title: "მუხლი 77. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის შესახებ განცხადების წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირები — სამოქალაქო აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/77"
law: "სამოქალაქო აქტების შესახებ"
article: "77"
identifier: "5562"
adopted: "2011-12-20"
consolidated_as_of: "2024-09-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 77. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის შესახებ განცხადების წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირები — სამოქალაქო აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2024-09-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო აქტების შესახებ, მუხლი 77 (consolidated as of 2024-09-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/77

1. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის შესახებ განცხადებით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლება აქვს პირს, რომლის მიმართაც შედგენილია შესაბამისი სამოქალაქო აქტის ჩანაწერი.

2. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის შესახებ განცხადების წარდგენის უფლება აგრეთვე აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მშობელს/მშვილებელს – შვილის/ნაშვილების მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში საკუთარი მონაცემების ნაწილში.

3. 18 წლამდე არასრულწლოვნის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა შესაძლებელია მისი მშობლის, მშვილებლის, მეურვის ან მზრუნველის განცხადების საფუძველზე.

4. სასამართლოს გადაწყვეტილებით შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა შესაძლებელია ამ პირის განცხადებით და მისი მზრუნველის თანხმობით.

5. გარდაცვლილი პირის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა შესაძლებელია ნებისმიერი დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3347 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/76.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/78.md
