---
title: "მუხლი 78. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანა — სამოქალაქო აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/78"
law: "სამოქალაქო აქტების შესახებ"
article: "78"
identifier: "5562"
adopted: "2011-12-20"
consolidated_as_of: "2024-09-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 78. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანა — სამოქალაქო აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2024-09-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო აქტების შესახებ, მუხლი 78 (consolidated as of 2024-09-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/78

სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანის საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა:
ა) შვილად აყვანის რეგისტრაცია – თუ შვილად აყვანის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა შეიცვალოს ნაშვილების დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები;
ბ) მამობის დადგენის რეგისტრაცია;
გ) მშობლის ქორწინების რეგისტრაცია − ქორწინების რეგისტრაციისას მშობლის მიერ გვარის შეცვლის შემთხვევაში;
დ) მშობლის განქორწინების რეგისტრაცია − განქორწინების რეგისტრაციისას მშობლის მიერ გვარის შეცვლის შემთხვევაში;
ე) სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაცია;
ვ) გვარის დადგენა;
ვ
1
) გვარის კანონიერად აღიარება;
ზ) (
ამოღებულია - 17.09.2024, №4442
);
თ) სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანის შესახებ;
ი) გარდაცვლილის პიროვნების დადგენა – თუ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანომ მისი გარდაცვალების რეგისტრაცია განახორციელა, როგორც უცნობი პირის გარდაცვალების რეგისტრაცია;
კ) პირის მოქალაქეობრივი სტატუსის შეცვლა – თუ პირს მიენიჭა ან შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, ან თუ პირმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;
ლ) უფლებამოსილი პირის მოთხოვნა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დაბადების რეალური ადგილის მითითების შესახებ − თუ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დაბადების ადგილად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვრულია დაბადების რეგისტრაციის ადგილი.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №749 - ვებგვერდი, 24.05.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2636 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.
საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4442 – ვებგვერდი, 03.10.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/77.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/79.md
