---
title: "მუხლი 8. სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ნამდვილობა — სამოქალაქო აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/8"
law: "სამოქალაქო აქტების შესახებ"
article: "8"
identifier: "5562"
adopted: "2011-12-20"
consolidated_as_of: "2024-09-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ნამდვილობა — სამოქალაქო აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2024-09-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო აქტების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2024-09-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/8

საქართველოში ნამდვილად ითვლება:
ა) სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემები, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, მათ შორის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ დადასტურებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერების მატერიალური ასლები/ელექტრონული ასლები, რომლებიც შედგენილია საქართველოში ან საკონსულო დაწესებულების მიერ, მათი შედგენის დროს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ბ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერები და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც შედგენილია და ლეგალიზებულია ან აპოსტილით დამოწმებულია საზღვარგარეთ, სხვა სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე, თუ ამ კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
გ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც შედგენილია საქართველოში რელიგიური წეს-ჩვეულებების საფუძველზე, სამოქალაქო აქტების რეგისტრაცი ის უფლებამოსილ ების მქონე ორგანოების შექმნამდე ან აღდგენამდე, მათი შედგენის მომენტისთვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №418 – ვებგვერდი, 13.04.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/9.md
