---
title: "მუხლი 83. სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია — სამოქალაქო აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/83"
law: "სამოქალაქო აქტების შესახებ"
article: "83"
identifier: "5562"
adopted: "2011-12-20"
consolidated_as_of: "2024-09-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 83. სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია — სამოქალაქო აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2024-09-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო აქტების შესახებ, მუხლი 83 (consolidated as of 2024-09-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/83

1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სამოქალაქო აქტის ხელახალ რეგისტრაციას ახორციელებს, თუ:
ა) სამოქალაქო აქტის ჩანაწერი დაკარგულია ან განადგურებულია და არსებობს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ;
ბ) საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის მიმართ სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებულია სამოქალაქო აქტი, რომლის რეგისტრაცია საქართველოში არ განხორციელებულა.

2. სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული დაბადების და მამობის დადგენის სამოქალაქო აქტების ხელახალი რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე საქართველოს მოქალაქის არასრულწლოვანი შვილის მიმართ.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/82.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/84.md
