---
title: "მუხლი 85. სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია — სამოქალაქო აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/85"
law: "სამოქალაქო აქტების შესახებ"
article: "85"
identifier: "5562"
adopted: "2011-12-20"
consolidated_as_of: "2024-09-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 85. სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია — სამოქალაქო აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2024-09-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო აქტების შესახებ, მუხლი 85 (consolidated as of 2024-09-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/85

1. საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის მიმართ სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს იმ პირის მოთხოვნით, რომლის მიმართაც ეს აქტი რეგისტრირებულია სხვა სახელმწიფოში, ხოლო თუ აღნიშნული პირი გარდაცვლილია – ნებისმიერი პირის მოთხოვნით.

2. სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია ხორციელდება სამოქალაქო აქტის ჩანაწერის დამოწმებული ასლის, ამ ჩანაწერიდან ამონაწერის ან სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის საფუძველზე.

3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შეიძლება განისაზღვროს სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაციის დამატებითი საფუძვლები.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
თავი XI. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/84.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/86.md
