---
title: "მუხლი 87. დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობა — სამოქალაქო აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/87"
law: "სამოქალაქო აქტების შესახებ"
article: "87"
identifier: "5562"
adopted: "2011-12-20"
consolidated_as_of: "2024-09-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 87. დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების ბათილად ცნობა — სამოქალაქო აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2024-09-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო აქტების შესახებ, მუხლი 87 (consolidated as of 2024-09-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/87

1. დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერებს ბათილად ცნობს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ის ორგანო, რომელმაც განახორციელა შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია.

2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სამოქალაქო აქტის ჩანაწერს ბათილად ცნობს დაინტერესებული პირის განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით.

3. თუ აღარ არსებობს ორგანო, რომელმაც განახორციელა სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის საკითხს წყვეტს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ის ორგანო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც განხორციელდა სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია.

4. თუ აღარ არსებობს ორგანო, რომელმაც განახორციელა სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია და ამ ორგანოს სამოქმედო ტერიტორია არ შედის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არც ერთი სხვა ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაში, სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის საკითხს წყვეტს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ნებისმიერი ორგანო.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/86.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/88.md
