---
title: "მუხლი 9. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობასა და სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მითითებული მონაცემების ნამდვილობა — სამოქალაქო აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/9"
law: "სამოქალაქო აქტების შესახებ"
article: "9"
identifier: "5562"
adopted: "2011-12-20"
consolidated_as_of: "2024-09-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობასა და სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მითითებული მონაცემების ნამდვილობა — სამოქალაქო აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2024-09-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო აქტების შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2024-09-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/9

1. პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში ან სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობაში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები.

2. პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მითითებული მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა სამოქალაქო აქტის მატერიალურ ჩანაწერში მითითებული მონაცემები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მონაცემები შეცვლილია ამ კანონით გათვალისწინებული წარმოების ფარგლებში.
საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №418 – ვებგვერდი, 13.04.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/10.md
