---
title: "მუხლი 93. პასუხისმგებლობა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შეცდომაში შეყვანისთვის — სამოქალაქო აქტების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/93"
law: "სამოქალაქო აქტების შესახებ"
article: "93"
identifier: "5562"
adopted: "2011-12-20"
consolidated_as_of: "2024-09-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 93. პასუხისმგებლობა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შეცდომაში შეყვანისთვის — სამოქალაქო აქტების შესახებ

> Text consolidated as of 2024-09-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამოქალაქო აქტების შესახებ, მუხლი 93 (consolidated as of 2024-09-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/93

1. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის ცრუ ახსნა-განმარტების ან ცრუ ჩვენების მიცემისთვის ან მისი შეცდომაში შეყვანისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრება, შესაბამისად, ახსნა-განმარტების ან ჩვენების მიმცემ დაინტერესებულ მხარეს, ექსპერტს ან/და მოწმეს.

2. მოწმედ მოწვეული პირი ვალდებულია მისცეს ჩვენება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/92.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1541247-samokalako-aktebis-shesakheb/94.md
