---
title: "მუხლი 1. კანონის გამოყენების სფერო — არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15418-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-probatsiis-shesakheb/1"
law: "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
article: "1"
identifier: "943"
adopted: "2001-06-19"
consolidated_as_of: "2007-06-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის გამოყენების სფერო — არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

> Text consolidated as of 2007-06-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2007-06-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15418-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-probatsiis-shesakheb/1

ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება შემდეგი სამართლებრივი აქტები: ა) სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ; ა 1 ) სასჯელის სახით იურიდიული პირისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ; ბ) სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ; გ) სასჯელის სახით გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნის შესახებ; დ) სასჯელის სახით პირობითი მსჯავრის დანიშვნის შესახებ; ე) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ; ვ) სასჯელის მოხდის გადავადების შესახებ. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13 , 02.06.2003 წ., მუხ.82 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3532 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.273

---
Next article: https://legal.ge/ka/law/15418-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-probatsiis-shesakheb/2.md
