---
title: "მუხლი 11. სამართლებრივი აქტების აღსრულებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობა და ინფორმაცია სამართლებრივი აქტების აღსრულების მდგომარეობის შესახებ — არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15418-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-probatsiis-shesakheb/11"
law: "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
article: "11"
identifier: "943"
adopted: "2001-06-19"
consolidated_as_of: "2007-06-19"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-07-17"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. სამართლებრივი აქტების აღსრულებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობა და ინფორმაცია სამართლებრივი აქტების აღსრულების მდგომარეობის შესახებ — არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

> Text consolidated as of 2007-06-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-07-17.
> Cite as: არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2007-06-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15418-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-probatsiis-shesakheb/11

1. ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულებაზე კანონით დადგენილ სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს პრობაციის დეპარტამენტი.

2. პრობაციის ბიუროს უფროსი პრობაციის დეპარტამენტს პერიოდულად ან მოთხოვნისამებრ წარუდგენს სტატისტიკურ ინფორმაციასა და ანგარიშს ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულების მდგომარეობის შესახებ. სტატისტიკური ანგარიშის ფორმებს ამტკიცებს პრობაციის დეპარტამენტის თავმჯდომარე. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15418-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-probatsiis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15418-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-probatsiis-shesakheb/12.md
