---
title: "მუხლი 14. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა — არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15418-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-probatsiis-shesakheb/14"
law: "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
article: "14"
identifier: "943"
adopted: "2001-06-19"
consolidated_as_of: "2007-06-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა — არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

> Text consolidated as of 2007-06-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2007-06-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15418-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-probatsiis-shesakheb/14

1. თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულებისას პრობაციის ოფიცერი მსჯავრდებულის შრომის წიგნაკში აკეთებს აღნიშვნას თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის მითითებით.

2. პრობაციის ოფიცერი პერიოდულად აკონტროლებს მსჯავრდებულზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.

3. თუ პრობაციის ოფიცერი დაადგენს, რომ მსჯავრდებულს დაკავებული აქვს ის თანამდებობა ან ეწევა ისეთ საქმიანობას, რომელიც აკრძალული აქვს სამართლებრივი აქტით, იგი სამუშაოს მიმცემ თანამდებობის პირს წინადადებით მიმართავს გაათავისუფლოს მსჯავრდებული დაკავებული თანამდებობიდან ან აუკრძალოს მას სამართლებრივ აქტში მითითებული საქმიანობა.

4. პრობაციის ოფიცრის მიერ სამუშაოს მიმცემი თანამდებობის პირისათვის გაგზავნილი წინადადება უნდა შეიცავდეს გაფრთხილებას სამართლებრივი აქტის შეუსრულებლობისათვის ან მისი შესრულების ხელის შეშლისათვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.

5. თუ სამუშაოს მიმცემი თანამდებობის პირი პრობაციის ოფიცრის წინადადების მიღებიდან ერთი კვირის განმავლობაში არ გაათავისუფლებს მსჯავრდებულს დაკავებული თანამდებობიდან, ან არ შეუცვლის მას საქმიანობის სფეროს, შესაბამისი მასალები გადაეგზავნება პროკურატურის ორგანოს. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82 საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1357 - სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.129

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15418-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-probatsiis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15418-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-probatsiis-shesakheb/15.md
