---
title: "მუხლი 20. პრობაციის ოფიცრის მიერ მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობის სასამართლოსათვის შეტყობინება — არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15418-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-probatsiis-shesakheb/20"
law: "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
article: "20"
identifier: "943"
adopted: "2001-06-19"
consolidated_as_of: "2007-06-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. პრობაციის ოფიცრის მიერ მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობის სასამართლოსათვის შეტყობინება — არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

> Text consolidated as of 2007-06-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2007-06-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15418-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-probatsiis-shesakheb/20

1. პრობაციის ოფიცერი მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ყოველ ფაქტს ატყობინებს აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმღებ სასამართლოს, სხვა შემთხვევაში კი – სასამართლოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

2. შეტყობინება უნდა შეიცავდეს: ა) შეტყობინების გაგზავნის თარიღს; ბ) სამართლებრივი აქტის დასახელებას, რომლის საფუძველზედაც მოხდა მსჯავრდებულისათვის მოვალეობის დაკისრება; გ) მსჯავრდებულისათვის დაკისრებულ მოვალეობას; დ) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების აღწერას, რის შედეგადაც არ შესრულდა სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობა და აღნიშნული ქმედების ჩადენის დამადასტურებელ ფაქტებს; ე) პრობაციის ოფიცრის ხელმოწერასა და ბეჭედს. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13 , 02.06.2003 წ., მუხ.82

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15418-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-probatsiis-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15418-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-probatsiis-shesakheb/21.md
