---
title: "მუხლი 6. ოქმი — არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15418-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-probatsiis-shesakheb/6"
law: "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
article: "6"
identifier: "943"
adopted: "2001-06-19"
consolidated_as_of: "2007-06-19"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-07-17"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 6. ოქმი — არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

> Text consolidated as of 2007-06-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-07-17.
> Cite as: არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2007-06-19), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/15418-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-probatsiis-shesakheb/6

1. პრობაციის ოფიცერი, სააღსრულებო მოქმედებების განხორციელების პროცესში ადგენს ოქმს, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) ოქმის შედგენის ადგილსა და თარიღს; ბ) სამართლებრივი აქტის დასახელებას, რომლის აღსასრულებლადაც შედგენილია ოქმი; გ) ოქმის შემდგენი პრობაციის ოფიცრის სახელსა და გვარს; დ) ოქმის შედგენის დროს დამსწრე პირების მონაცემებს; ე) სააღსრულებო მოქმედების შინაარსს.

2. ოქმის სისწორე დასტურდება პრობაციის ოფიცრის, მსჯავრდებულისა და ოქმის შედგენის დროს დამსწრე პირების ხელმოწერებითა და პრობაციის ოფიცრის ბეჭდით. უარი, ოქმზე ხელის მოწერაზე, აღინიშნება ოქმში. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13 , 02.06.2003 წ., მუხ.82

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15418-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-probatsiis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15418-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-probatsiis-shesakheb/7.md
