---
title: "მუხლი 7. პრობაციის ოფიცრის მოხსენებითი ბარათი — არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15418-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-probatsiis-shesakheb/7"
law: "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
article: "7"
identifier: "943"
adopted: "2001-06-19"
consolidated_as_of: "2007-06-19"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-07-17"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 7. პრობაციის ოფიცრის მოხსენებითი ბარათი — არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

> Text consolidated as of 2007-06-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-07-17.
> Cite as: არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2007-06-19), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/15418-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-probatsiis-shesakheb/7

თუ პრობაციის ოფიცერი მიიჩნევს, რომ არსებობს კანონით განსაზღვრული საფუძველი სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვისათვის, იგი პრობაციის ბიუროს უფროსის სახელზე წერს მოხსენებით ბარათს, რომელშიც უნდა მიეთითოს: ა) სააღსრულებო საქმის ნომერი; ბ) აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი; გ) მოკლე ცნობები სააღსრულებო მოქმედებათა შესახებ; დ) ცნობები მსჯავრდებულის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სასამართლოსათვის შეტყობინების შესახებ; ე) მისი პირადი მოსაზრება წარდგინების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით; ვ) პრობაციის ოფიცრის ხელმოწერა, ბეჭედი და მოხსენებითი ბარათის წარდგენის თარიღი. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13 , 02.06.2003 წ., მუხ.82

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15418-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-probatsiis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15418-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-probatsiis-shesakheb/8.md
