---
title: "მუხლი 9. წარდგინება — არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15418-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-probatsiis-shesakheb/9"
law: "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ"
article: "9"
identifier: "943"
adopted: "2001-06-19"
consolidated_as_of: "2007-06-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. წარდგინება — არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

> Text consolidated as of 2007-06-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2007-06-19), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15418-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-probatsiis-shesakheb/9

1. სასამართლო წარდგინებაში უნდა აღინიშნოს: ა) სამართლებრივი აქტის დასახელება, რომლის აღსრულების პროცესში წარმოიშვა სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის აუცილებლობა; ბ) მონაცემები მსჯავრდებულის შესახებ და სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობები; გ) ცნობები მსჯავრდებულის ყოფაქცევის შესახებ და სასამართლოსათვის წარდგინებით მიმართვის მიზეზი; დ) წარდგინების შინაარსი.

2. წარდგინებას ხელს აწერს და პრობაციის ბიუროს ბეჭდით ამოწმებს პრობაციის ბიუროს უფროსი.

3. წარდგინებას უნდა დაერთოს წარდგინებაში მოყვანილი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებანი. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13 , 02.06.2003 წ., მუხ.82

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15418-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-probatsiis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15418-arasapatimro-sasjelta-aghsrulebis-wesisa-da-probatsiis-shesakheb/10.md
