---
title: "მუხლი 17. ადვოკატის თანაშემწე — ადვოკატთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/17"
law: "ადვოკატთა შესახებ"
article: "17"
identifier: "976"
adopted: "2001-06-20"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. ადვოკატის თანაშემწე — ადვოკატთა შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადვოკატთა შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/17

1. საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში ტექნიკური ან სხვა სახის დახმარების მიღების მიზნით ადვოკატმა შეიძლება აიყვანოს თანაშემწე. იგი არ სარგებლობს ადვოკატის უფლებებით და არ დაიშვება სამართალწარმოებაში, სასამართლოში, არბიტრაჟში და გამოძიების ორგანოებში, სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და ორგანიზაციებში, საზოგადოებრივ გაერთიანებებში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ადვოკატის თანაშემწეს უფლება აქვს, შესაბამისი ადვოკატის თანდასწრებით ან მისი დავალებით, ადვოკატის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ნებართვის საფუძველზე გაეცნოს მის წარმოებაში არსებული საქმის მასალებს სასამართლოში, არბიტრაჟში და გამოძიების ორგანოებში, სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და ორგანიზაციებში, საზოგადოებრივ გაერთიანებებში.

3. ადვოკატის თანაშემწე არ შეიძლება დაიკითხოს მოწმედ იმ საკითხზე, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში. მასზე ვრცელდება ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები. საქართველოს 20 10 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I,  №51, 29.09.2010წ., მუხ. 332 თავი V. საადვოკატო საქმიანობის ორგანიზება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/18.md
