---
title: "მუხლი 19. საადვოკატო საქმიანობის განხორციელების საფუძველი — ადვოკატთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/19"
law: "ადვოკატთა შესახებ"
article: "19"
identifier: "976"
adopted: "2001-06-20"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. საადვოკატო საქმიანობის განხორციელების საფუძველი — ადვოკატთა შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადვოკატთა შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/19

1. ადვოკატი საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს ხელშეკრულების საფუძველზე.

2. გამოძიების ორგანოებში ან საქმის სასამართლოში განხილვისას ადვოკატი ვალდებულია საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად წარადგინოს დადგენილი წესით კლიენტის მიერ მასზე გაცემული დოკუმენტი – მინდობილობა ან ორდერი.

2¹. იმ შემთხვევაში, თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თავისი საწესდებო მიზნების მისაღწევად ახორციელებს უფასო იურიდიული დახმარების საგრანტო ან სახელმწიფო პროგრამას, მას უფლება აქვს ადვოკატთან ხელშეკრულების საფუძველზე გასცეს ორდერი.

3. ადვოკატის ორდერის ნიმუშს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო . საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4332 - სსმ I,  №2, 04.01.2007წ., მუხ.39 საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I,  №51, 29.09.2010წ., მუხ.332 თავი VI. ადვოკატთა ასოციაცია საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I,  №6, 19.01.2005წ., მუხ.55

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/20.md
