---
title: "მუხლი 20. ადვოკატთა ასოციაციის სტატუსი — ადვოკატთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/20"
law: "ადვოკატთა შესახებ"
article: "20"
identifier: "976"
adopted: "2001-06-20"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. ადვოკატთა ასოციაციის სტატუსი — ადვოკატთა შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადვოკატთა შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/20

1. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია არის პირთა წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები განისაზღვრება ასოციაციის წესდებით.

3. ადვოკატთა ასოციაციაზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის ბოლო წინადადება და მე-11 მუხლი. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I,  №6, 19.01.2005წ., მუხ.55 საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I,  №38, 01.12.2009წ., მუხ.280

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/21.md
