---
title: "მუხლი 21². ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეჩერება — ადვოკატთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/21-2"
law: "ადვოკატთა შესახებ"
article: "21^2"
identifier: "976"
adopted: "2001-06-20"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21². ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეჩერება — ადვოკატთა შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადვოკატთა შესახებ, მუხლი 21² (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/21-2

1. ადვოკატს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა შეუჩერდება ამ კანონის 21 3 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; გ) ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წევრობის შეჩერების შემთხვევაში ადვოკატი თავისუფლდება ადვოკატთა ასოციაციის საწევრო გადასახადის გადახდისგან და ეკრძალება ასოციაციის საქმიანობაში მონაწილეობა.

3. ადვოკატს წევრობა აღუდგება შესაბამისი განცხადების შეტანის ანდა ამ კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ ან ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრის შემთხვევაში.

4. პირს, რომელსაც ამ კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად არ შეუძლია გახდეს ადვოკატი და აკმაყოფილებს მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, უფლება აქვს მიმართოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს გაწევრიანების თაობაზე. ასეთ პირს გაწევრიანებისთანავე შეუჩერდება წევრობა.

5. პირს, რომელსაც შეჩერებული აქვს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა, ეკრძალება საადვოკატო საქმიანობის განხორციელება. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I,  №6, 19.01.2005წ., მუხ.55

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/21-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/21-3.md
