---
title: "მუხლი 23. ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზაციული სტრუქტურა — ადვოკატთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/23"
law: "ადვოკატთა შესახებ"
article: "23"
identifier: "976"
adopted: "2001-06-20"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზაციული სტრუქტურა — ადვოკატთა შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადვოკატთა შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/23

1. ადვოკატთა ასოციაციაში ამ კანონით განსაზღვრულ ფუნქციათა შესასრულებლად იქმნება: ა) აღმასრულებელი საბჭო; ბ) ეთიკის კომისია; გ) სარევიზიო კომისია.

2. ადვოკატთა ასოციაცია უფლებამოსილია თავისი ფუნქციების შესასრულებლად შექმნას სხვა სტრუქტურული დანაყოფებიც, რომელთა საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება შესაბამის დანაყოფთა დებულებებით. თითოეულ დანაყოფს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

3. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან  იქმნება ადვოკატთა სასწავლო ცენტრი, რომელიც ახორციელებს ადვოკატთა პროფესიულ გადამზადებას. ადვოკატთა სასწავლო ცენტრის საქმიანობის წესი განისაზღვრება ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით. საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I,  №38, 01.12.2009წ., მუხ.280

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/24.md
