---
title: "მუხლი 27¹. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი — ადვოკატთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/27-1"
law: "ადვოკატთა შესახებ"
article: "27^1"
identifier: "976"
adopted: "2001-06-20"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27¹. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი — ადვოკატთა შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადვოკატთა შესახებ, მუხლი 27¹ (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/27-1

1. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი იმავდროულად ხელმძღვანელობს ადვოკატთა ასოციაციის აპარატს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია ადვოკატთა ასოციაციის მართვის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებისათვის.

2. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ მდივანს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.

3. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ მდივანს უფლება არა აქვს, ახორციელებდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობებისა.

4. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივნის საქმიანობის ფარგლები დგინდება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წესდებით და აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით.

5. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი ანაზღაურებას იღებს ადვოკატთა ასოციაციასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2266 – ვებგვერდი, 21.05.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/28.md
