---
title: "მუხლი 27. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე — ადვოკატთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/27"
law: "ადვოკატთა შესახებ"
article: "27"
identifier: "976"
adopted: "2001-06-20"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე — ადვოკატთა შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადვოკატთა შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/27

1. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ადვოკატთა ასოციაციის წევრთაგან ირჩევს ასოციაციის საერთო კრება 4 წლის ვადით, კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

2. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე იმავდროულად არის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს ასოციაციას.

3. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე შრომის ანაზღაურებას იღებს ასოციაციის სახსრებიდან და მას თავისი უფლებამოსილებების განხორციელების პერიოდში ეკრძალება საადვოკატო საქმიანობა. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I,  №6, 19.01.2005წ., მუხ.55 საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I,  №38, 01.12.2009წ., მუხ.280

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/26-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/27-1.md
