---
title: "მუხლი 34. ადვოკატის დისციპლინური სახდელის სახეები. ადვოკატზე დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებები — ადვოკატთა შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/34"
law: "ადვოკატთა შესახებ"
article: "34"
identifier: "976"
adopted: "2001-06-20"
consolidated_as_of: "2026-03-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 34. ადვოკატის დისციპლინური სახდელის სახეები. ადვოკატზე დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებები — ადვოკატთა შესახებ

> Text consolidated as of 2026-03-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადვოკატთა შესახებ, მუხლი 34 (consolidated as of 2026-03-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/34

1. ადვოკატის დისციპლინური სახდელის სახეებია: ა) გაფრთხილება; ბ) სააადვოკატო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 6 თვიდან 3 წლამდე ვადით; გ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტა.

2. ადვოკატზე დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებებია: ა) კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვა; ბ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის, სარევიზიო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №970 - სსმ I,  №6, 19.01.2005წ., მუხ.55

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/33.md
Next article: https://legal.ge/ka/law/15472-advokatta-shesakheb/35.md
